რეგიონი

გურჯაანში „საქმიანი ეზო" მოეწყო

გურჯაანში საქმიანი ეზო
10:18 24.06
დაკოპირებულია

გურჯაანში „საქმიანი ეზო“ მოეწყო. ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი არჩილ ნიკოლეიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადეგნლებთან ერთად,  მოსახელობას შეხვდა და ახალი კოდექსით გათავლისწინებული ტყის მართვის, მათ შორის, „საქმიანი ეზოების” მნიშვნელობაზე ესაუბრა.

ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის დამზადების პრაქტიკას ცვლის. სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება, სააგენტო ორგანიზებულად განახორცილებს ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებასა და დასაწყობებას ე.წ. „საქმიან ეზოებში“.

ტყის ახალი კოდექსი სატყეო სექტორის რეფორმის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, რომლის მთავარი მიზანია მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობის დამკვიდრება, ტყის ეკოსისტემების შენარჩუნება და დაცვა, სოციალური და ეკონომიკური სარგებლის გონივრული გამოყენება.

ე.წ „საქმიანი ეზოს“ მოწყობა, კოდექსით გათვალისწინებულ სხვა სიახლეებთან ერთად, წარმოაგდნეს ტყის მდგრადი მართვის დანერგვის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სამუშაოები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში მიმდინარეობს. წლის ბოლომდე, ქვეყნის მასშტაბით სულ 26  „საქმიანი ეზო“ მოეწყობა.

აღნიშნული ცვლილება გაუადვილებს მოსახლეობას და კერძო სექტორს ხე-ტყის შეძენას და ტრანსპორტირებას მათთვის სასურველ პერიოდში. შედეგად, მერქნული რესურსის დამზადების მიზნით ტყითსარგებლობა განხორციელდება გაცილებით ეფექტიანად, შემცირდება ტყეზე უარყოფითი გავლენა, ასევე უკანონო ჭრების რისკები.

აია სოფიას ტაძარი

ათა თურქის იდეების უარყოფა - თურქეთის სა...

თურქეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის პრეზიდენტს რეჯეპ ტაიპ ერდოღანს აია...
თელავი-შუამთის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს საპირი...
44 წუთის წინ
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის N4 კორპუსი...
49 წუთის წინ
„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ და ერთგულებისათვის ჯილდოდ მომხმარებ...
17:38
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ორგანიზებით სემ...
17:11
გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე: გიორგი შაქარაშვილი მოკლეს
„ექსპერტიზის დასკვნით, ცალსახადაა დადასტურებული, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლეს - ეს ოჯახის პოზიციაა“...
თსუ-ში პეტრე მელიქიშვილის 170 წლის იუბილ...
კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებლის და პირველი რექტო...
15:41
გამყრელიძე: კორონავირუსი 50-მდე სატვირთო...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადე...
EGT პრიზების სამდონიანი ბორბალი მხოლოდ ა...
აჭარაბეთი სლოტების მოყვარულებს ახალ აქციას სთავაზობს, - ამის შესახებ ინფორმაციას...