მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იდლიანში საპროტესტო აქცია დასრულდა

აქცია მესტიაში

მესტიაში, ხაიშის თემ სოფელ იდლიანში საპროტესტო აქცია დასრულდა.

ადგილობრივებმა გზა, რომელიც დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ჰქონდათ გადაკეტილი, გახსნეს. გადაწყვეტილება იდლიანელებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც მათთან შეხვედრა პარლამენტის წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაგეგმეს.

ჯაფარიძე აქციის მონაწილეებს შეჰპირდა, რომ ის უახლოეს დღეებში მათი მოთხოვნის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის შესაბამის სტრუქტურებს, რის შემდეგაც მათ კვლავ შეხვდება. იმ შემთხვევაში, თუ იდლიანელები ახალი ხიდის აშენების პირობას არ მიიღებენ, აქციებს აანონსებენ.

ადგილობრივები საავტომობილო ხიდის აღდგენას ითხოვენ, რომლის გარეშეც მათ ცენტრამდე მისასვლელად შემოვლით გზაზე ათეულობით დამატებითი კილომეტრის გავლა უწევთ.