რეგიონი

იმერეთში ადგილობრივმა მოსახლეობამ ნამახვანჰესის მშენებლობის გაგრძელების მოთხოვნით აქცია გამართა (ვიდეო)

აქცია ნამახვანჰესის
მშენებლობის გაგრძელების
მოთხოვნით Pia.ge
1610976740
დაკოპირებულია

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ ნამახვანჰესის მხარდასაჭერად რიგით მეორე აქცია გამართა. აქცია რიონის ხეობის ახალგაზრდების ინიციატივით გაიმართა, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ნამახვანჰესის პროექტის გაჩერების შემთხვევაში, ხეობის განვითარება წარმოუდგენელია. 

რიონის ხეობის მოსახლეობა ხელისუფლებას მიმართავს.

„არ გააჩეროთ ნამახვანჰესი”, „დაგვიბრუნეთ სამსახურები”, – რიონის ხეობის მოსახლეობის ნაწილი ამ და სხვა მოთხოვნებით უკვე მოერედ შეიკრიბა აქციაზე. ადგილობრივები ნამახვანჰესის მშენებლობის განახლებას ითხოვენ და ამბობენ, რომ ხეობის განვითარება პროექტის მშენებლობაზეა დამოკიდებული.

„რიონის ხეობის მოსახლეობა შევიკრიბეთ, რათა ხმა მივაწვდინოთ ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას, ვთხოვოთ მხარდაჭერა, რომ წარმატებით განახლდეს ხეობაში დაწყებული „ნამახვანჰესის” მშენებლობის პროცესი, რომელიც თავისი შინაარსით უმნიშვნელოვანესია, როგორც გაუკაცრიელებული და დაცლილი ხეობისათვის, ასევე, სრულიად საქართველოსთვის, რადგან ეს იქნება მნიშვნელოვანი ბერკეტი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის. არ დავუშვებთ ეს უნიკალური შანსი შევწიროთ რაღაც მარგინალური ჯგუფის ვიწრო ინტერესებს და იაფფასიან სპეკულაციებს გადავაყოლოთ ხეობის აყვავება-განვითარების ერთადერთი ნათელი პერსპექტივა”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ სალომე ლიპარიძემ.

ჰესის მშენებლობის შემთხვევაში განვითარდება ინფრასტრუქტურა, ტურიზმი, შეიქმნება სამუშაო ადგილები და ემიგრანტები სამშობლოში დაბრუნდებიან, აცხადებენ აქციის მონაწილეები. ადგილობრივები ჰესების მშენებლობაში საფრთხეებს ვერ ხედავენ.

„ახალგაზრდები თითქმის აღარ დარჩნენ ჩვენს ხეობაში. არც სამსახურია აქ, არც ტურიზმის განვითარების შანსი – გზები არაა ელემენტარულად, ვინ უნდა განავითაროს ტურიზმი, სკოლებში 5 და 10 ბავშვი სწავლობს. ნამახვანჰესი ჩვენ არ მიგვაჩნია საფრთხედ, პირიქით ეს პროექტი თუ გადაგვარჩენს. ჯერ მხოლოდ ასობით სამუშაო ადგილი შეიქმნება, ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდება, იმედი მიეცემა ადამიანებს. ახალი 20 კილომეტრიანი გზა გაკეთდება, ეს ტურიზმსაც წაახალისებს,“ – აცხადებს აქციის კიდევ ერთი მონაწილე.

ევროსაბჭოს პრეზიდენტი

„ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოს მა...

საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეწვია. იგი ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს გაიმართება. 

1614614988

ევროპის საინვესტიციო ბანკი, COVID-19-ის საგანგებო დახმარების ფარგლებში, ლიბერთი ბანკში არსებულ საკრედიტო ხაზს 2.5 მილიონი ევროს მულტისავალუტო რესურსს ამატებს და მის მთლიან მოცულობას 17.5 მილიონ ევრომდე ზრდის. ინფორმაციას ლიბერთი ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. 

1614614289

ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ საქართველომ კოვაქს პლატფორმას უჩივლოს. 

1614613414

„კომუნიკაციების კომისიის ბოლო რეგულაციებით ქართული სატელეკომუნიკაციო ბაზარი გადარჩა მონოპოლისტების ხელში მომხმარებლების ჩაგდებას, მცირე და საშუალო ბიზნესის გაკოტრებას. შესაბამისად, როდესაც მნიშვნელოვანი ძალის მქონე ოპერატორები კომისიას აკრიტიკებენ და ხშირად კრიტიკაზე მეტად ჭორაობენ, მათი ეს გაღიზიანება ამ გადაწყვეტილებებს უკავშირდება“,- ეს შეფასება დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე დიდი ოპერატორების წარმომადგენლების მიერ კომისიის მიმართ გაკეთებულ ბრალდებებზე მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაციის თავმჯდომარემ უჩა სეთურმა გააკეთა.

1614613372
პრემიერ-მინისტრის 2021

ირაკლი ღარიბაშვილი: დიალოგი უნდა შედგეს

„მინდა, კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ჩვენ ვართ მზად და ჩვენ ეს მზაობა ყოველთვის დავადასტურეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ, დღევანდელი დღე არის კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ეს ინიციატივა, რომელიც ბატონმა პრეზიდენტმა გააჟღერა გამოვიყენოთ სწორად და მხარეები დავსხდეთ დიალოგის მაგიდასთან“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან  ერთად გამართული პრესკონფერენციისას, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. 

„პრეზიდენტ შარლ მიშელს დავუდასტურეთ ხელი...

„ბატონ პრეზიდენტს დავუდასტურეთ ხელისუფლების მტკიცე მზაობა პოლიტიკურ ძალებთან დიალოგისთვის, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლოთ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების ნორმალიზება და ერთობლივი ძალისხმევით ვებრძოლოთ არსებულ გამოწვევებს“, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა  ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. 

საქართველოს ბანკის შეთავაზება ბიზნესის გ...

„საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით სხვადასხვა პროექტების განხორციელებას განაგრძობს“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბანკში ავრცელებენ. 

„ვთავაზობ საქართველოს მთავრობას და ოპოზი...

„ვთავაზობ საქართველოს მთავრობას და ოპოზიციას, დღეს საღამოს ჩემი ფასილიტაციით შედგეს შეხვედრა”, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ისაუბრა.