მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„იმოქმედე“ - აჭარის მთავრობის სახლთან აქცია მიმდინარეობს

აქცია ბათუმში მთავრობის სახლთან

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს. ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებასა და საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. 

აქციის მონაწილეების განცხადებით, ხელისუფლებამ ნიკა მელიას დაკავებით რუსეთის მოთხოვნა შეასრულა, რასაც ქართველი ხალხი არ შეეგუება.

„დღევანდელი ქმედებით ხელისუფლებამ გამოაგზავნა გზავნილი, რომ ამ ქვეყანაში თავისუფლება ვერასდროს გაიმარჯვებსო, თუმცა ცდებიან, საქართველოში რუსეთი ვერასდროს ვეღარ გაიმარჯვებს“, - აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებმა აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს განუმარტეს, სამოქმედო გეგმას საზოგადოებას უახლოეს დღეებში გააცნობენ.

ამ წუთებში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის დაკავებას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მხარდამჭერებთან ერთად თბილისშიც აპროტესტებენ.

შეგახსენებთ, რომ სპეცრაზმი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეიჭრა და ნიკა მელია დააკავა. ამავე ღონისძიებისას პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ასევე 21 პირი დააკავა.

ნიკა მელიას გამოძიება 2019 წლის 21 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„მოვუწოდებ მთელ საქართველოს ყველანი ფეხზე, ყველანი გარეთ“- შალვა ნათელაშვილი

„ოპოზიციურ ლიდერებს არცერთ ნორმალურ ქვეყანაში არ იჭერენ“ - ლევან იოსელიანი

„ის, რაც დღეს საქართველოში მოხდა შემაშფოთებელია“ - ანდერს ფოგ რასმუსენი