მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ინფიცირებული მოსწავლეები და მასწავლებელი - ზუგდიდის პირველი სკოლა ონლაინ სწავლებაზე გადავიდა

ზუგდიდის პირველი სკოლა

ზუგდიდის პირველ საჯარო სკოლაში მასწავლებელს, სამ მოსწავლეს და რამდენიმე მოსწავლის მშობელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა.

მოსწავლეებისა და მასწავლებლების ნაწილი თვითიზოლაციაშია.

სკოლაში ონლაინ სწავლება ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 328 პაციენტი, 15 გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 19857 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 8666 გამოჯანმრთელებულია, 158 გარდაცვლილია.