მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ისრაელის ელჩმა ზუგდიდის სკრინინგ ცენტრს სამედიცინო ინვენტარი გადასცა

ისრაელის დახმარება ზუგდიდის სკრინინგ ცენტრს

ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში რან გიდორმა ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელთან ერთად ზუგდიდის სკრინინგს ცენტრს საჩუქრად სამედიცინო ინვენტარი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიება საინფორმაციო კამპანიის „გამოწვევა-კიბოს სკრინინგ 2020!“ ფარგლებში გაიმართა. კამპანიის მიზანი კიბოსა და სკრინინგის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.

ინფორმაციისთვის, ზუგდიდის სკრინინგ ცენტრი 2019 წელს კარიტასის პროექტის ფარგლებში გაიხსნა, რამაც რეგიონში სახლემწიფო სამედიცინო პროგრამების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდას შეუწყო ხელი. ადგილზე სკრინინგის სახელმწიფო პროგრამით 1000-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა .