რეგიონი

კახეთში, ავარიას 27 წლის ბიჭი ემსხვერპლა

პოლიცია, შსს, ლენტი
1606372046
დაკოპირებულია

კახეთში, ავარიას 27 წლის ბიჭი ემსხვერპლა.

შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი მსუბუქი ავტომობილით გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა და ამოტრიალდა.

მძღოლი სასწრაფო დახმარების მისვლამდე ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

საქართველოს
პრემიერ-მინისტრი გიორგი
გახარია, 2020 წ.

გიორგი გახარია: თუ თბილისში დადებითობის...

თუ თბილისში დადებითობის მაჩვენებელი ჩამოცდება 4%-ს უახლოეს ერთ კვირაში, რა თქმა უნდა, მუნიციპალური ტრანსპორტის გახსნაზეც უნდა ვისაუბროთ უფრო სწრაფად და ეკონომიკის იმ დარგების გახსნაზეც, რომლის შესაძლებლობასაც ეპიდმდგომარეობა გვაძლევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში 15:00 საათზე კანცელარიასთან აქციას აანონსებს.

1611653348

„სადღაც წელიწადნახევრის შემდეგ კაცობრიობა შეიძლება დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

1611653048

2021 წლის 26 იანვარს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. 

1611652995

სოხუმის დე ფაქტო რეჟიმი ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის ხელმძღვანელის, მარინა კალიურანდის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც „რუსეთს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ და აფხაზეთის აღიარების უკან გაწვევისკენ მოუწოდა.

ევროპარლამენტარმა ეს განცხადება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მხარდაჭერის ნიშნად გააკეთა. სასამართლომ 21 იანვარს „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ საქმეზე დადგენილება გამოიტანა. ამის შესახებ apsadgil.info იუწყება. 

1611652589
ვახტანგ გომელაური
აზერბაიჯანის რესპუბლიკის
ელჩს შეხვდა

ვახტანგ გომელაური აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელ...

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან - ფაიგ გულიევთან, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

გიორგი გახარია: ყველამ ერთად, თანმიმდევრ...

დღეს, ვიცე-პრემიერი,  მაია ცქიტიშვილი ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად მიიღებს დავალებას, რომ უახლოეს პერიოდში, ის დარგები, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, პირველ რიგში, ეს არის ტურიზმი,  მათთან დაიწყონ შეხვედრები და იმ გეგმის შეთანხმება, რომელიც ჩვენ გვაქვს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

„ნიკორას“ თანამშრომელი დაჭრეს

დღეს „ნიკორას“ დიღმის ფილიალში დაპირისპირება მოხდა  მაღაზიის თანამშრომელსა და მომხმარებელს შორის.

„ვფიქრობ, იაგო ხვიჩიამ გემრიელად იხუმრა“...

„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილის „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მან ალბათ იხუმრა.