მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახეთში მერის წარმომადგენლის ადმინისტრაციული შენობის შესასვლელი ააფეთქეს

მერის წარმომადგენლის ადმინისტრაციული შენობა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში მერის წარმომადგენლის ადმინისტრაციული შენობის შესასვლელი ააფეთქეს.

წინასწარი ინფორმაციით, შენობის მიმართულებით გაზის ბალონი ისროლეს. ერთ-ერთი ვერსიით კი აირის გაჟონვა მოხდა.

დაზიანებულია კედლები, ჩამტვრეულია ფანჯრები და განადგურებულია იქ არსებული ინვენტარი.

შემთხვევა გამთენიისას მოხდა. შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილობრივების თქმით, შენობაში დამონტაჟებული იყო ბანკომატი, რომელიც დაზიანებულია და საიდანაც სავარაუდოდ, მძარცხველებმა თანხა წაიღეს.