მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კარფური“, „სპარი“, „ორი ნაბიჯი“... - შრომის ინსპექციამ ბათუმში სხვადასხვა ობიექტები დააჯარიმა

სასტუმრო ბათუმში

ბათუმში შრომის ინსპექციის, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენელების მიერ კვების, საცალო და საბითუმო ვაჭრობის, სუპერმარკეტების ობიექტებისა და სასტუმროების შემოწმება განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შემოწმება 8 სასტუმროში განხორციელდა, რომელთაგან მოთხოვნები 6-მა დააკმაყოფილა:

  • აისი
  • ბესტ ვესტერნი
  • მერკური
  • აქვა ჰოტელი
  • შერატონი
  • რედისონი

ამავე ინფორმაციით, მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა 2-მა სასტუმრომ:

  • სტამბული
  • გალოგრე

შემოწმდა ასევე 8 საცალო და საბითუმო ვაჭრობის ობიექტიც, რომელთაგან მოთხოვნები მხოლოდ ერთმა- „გუდვილმა“დააკმაყოფილა.

მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა 7-მა სავაჭრო ობიექტმა. მათ 10 000 ლარის ოდეონობით ჯარიმა დაეკისრა:

  • ვილმარტი
  • სპარი
  • ნიკორა
  • ორი ნაბიჯი
  • იალჩინ მარკეტი
  • მაგნიტი
  • კარფური

არსებული რეგულაციების გაუთვალისწინებლობის გამო, 3 სარიტუალო დარბაზის მფლობელიც დაჯარიმდა. საქმიანობა შეაჩერა 17-მა სარიტუალო დარბაზმა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლემის მხრიდან მათზე კონტროლი ხორციელდება.

ბათუმში, სამუშაო პროცესში რეკომენდაციების დაცვის შესრულებასთან დაკავშირებით, ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა საზოგადოებრივი კვების ობიექტების შემოწმებაც.

გაფრთხილების შემდგომ 28 კვების ობიექტი (რესტორანი) შემოწმდა, რომლებსაც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, განსაზღვრული რეკომენდაციები სრულად ჰქონდათ გათვალისწინებული. მოთხოვნები დააკმაყოფილა ყველა შემოწმებულმა კვების ობიექტებმა (რესტორანი) :

  • შავი ზღა
  • ბალაგანი
  • ფიშლანდია
  • ფიშპოინტი
  • პორტა ბათუმი
  • ოქროს თევზი
  • მარსელი
  • მაჭახელა
  • სანაპირო
  • ადმირალ ტერასა
  • ლე პორტე
  • ლაით ჰაუსი
  • პონტოსი
  • აჭარა პალასი
  • ბახტრიონი
  • ზაქარა
  • თეთრი ბათუმი
  • მეფაიტონე
  • შერეკილები
  • შუმერული
  • ძველი გემო
  • ხინკლის გემო+
  • ფიროსამანი
  • თავადური
  • საზანდარი
  • ახალი გემი
  • ვივა ლათინო
  • ნეო კა