მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა ნოქალაქევის არქეოლოგიური მუზეუმის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს

ოცნების ლიდერები ნოქალაქევში ჩავიდნენ

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ხახუბიამ, ნოქალაქევის არქეოლოგიური მუზეუმის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, „ქართული ოცნების“ ლიდერებს, მშენებლობის ხელმძღვანელმა ლაშა ტრაპაიძემ ნოქალაქევის კომპლექსის სრული რეაბილიტაციის პროექტი გააცნო. როგორ მან აღნიშნა, მიმდინარეობს ახალი სამუზეუმო სივრცის მოწყობა, სადაც, ექსპოზიციის სახით, ნოქალაქევის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არტეფაქტები გამოიფინება.

ახალ მუზეუმშივე განთავსდება თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქიმიურ-სარესტავრაციო ლაბორატორია, რომელიც დასავლეთ საქართველოში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მიმდინარე არქეოლოგიურ მისიებს მოემსახურება.

ინფორმაციისთვის, 2016 წელს დაწყებულ კომპლექსურ სამუშაოებს მთავრობა სრულად აფინანსებს. მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაციას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 წლის განმავლობაში 14 მილიონი ლარი მოხმარდება.

სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო სამუშაოების დასრულება 2022 წლისთვისაა დაგეგმილი.