რეგიონი

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა ოზურგეთში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა დაათვალიერეს

ქართული ოცნების ლიდერები
18:58 16.10
დაკოპირებულია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ,ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ვასილ ჩიგოგიძესთან ერთად, ოზურგეთში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა დაათვალიერეს, რომელიც უახლოეს მომავალში გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ოზურგეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედპერსონალს თანამედროვე სტანდარტებისა და სამედიცინო დახმარების სპეციფიკის შესაბამისი სამუშაო სივრცე ექნება.

მათივე თქმით, ახალი შენობის გარდა, ოზურგეთის გადაუდებელი დახმარების სამსახურს 2 ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი სასწრაფო დახმარების ავტომობილი გადაეცემა. ადგილზე ასევე იგეგმება კრიტიკულ პაციენტთა ტრანსპორტირებისთვის გათვლილი რეანიმობილის განთავსებაც.

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა ხაზი გაუსვეს სამედიცინო პერსონალის მნიშვნელოვან როლს, განსაკუთრებით კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში და აღნიშნეს, რომ მათი ხელშეწყობა მმართველი გუნდისთვის პრიორიტეტულია.

ინფორმაციისთვის, ადმინისტრაციული ცენტრის მშენებლობა 2019 წლის სექტემბერში დაიწყო და თვის ბოლომდე დასრულდება. პროექტის ღირებულება ჯამში 490 ათასამდე ლარს შეადგენს და მას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
„ეს სახლი არის ჩემი პირადი საკუთრება. შაბათს, „ტვ პირველმა" თქვა, რომ გია ვოლსკისია. არა!“- ამ სიტყვ...
13:25
ზუგდიდში, სამხარეო პოლიციის შენობაში შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მოადგილესთან ერთად ი...
13:06
დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის მძიმეა. ამის შესახებ დეკანოზის ადვოკატმა გიორგი ფ...
12:45
აზერბაიჯანი აგრძელებს მშვიდობიანი დასახლებების დაბომბვას. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მხარე ავრ...
12:27
სპეციალური პენიტენციური სამსახური „პენიტენციური სამსახური ბრალდებულის სუიციდის...
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში 2020 წლის 24 ოქტომბერს გა...
გოგი მეშველიანი: ჩვენი გუნდი ინტენსიურად...
„ქართული ოცნების“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარობის კანდი...
09:55
როგორია პანდემიის უახლესი გლობალური სტატ...
Worldometers-ის განახლებული მონაცემების მიხედვით, მსოფლიო მასშტაბით კოვიდინფიცირ...
25-26 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი
25-26 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ამის შესახებ...