მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ყაზბეგში ახალი საცოცი კედლი მოეწყო

საცოცი კედელი ყაზბეგში

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დაბა სტეფანწმინდის სპორტ-კომპლექსში მეკლდეურობის ახალი საცოცი კედელი მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

„თანამედროვე სტანდარტების საცოცი კედლი შესაბამისი აქსესუარებითა და უსაფრთხოების მექანიზმებით არის აღჭურვილი. პროექტი ნაწილობრივ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის ფარგლებში დაფინანსდა.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისა და ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა სახის ღონისძიებების გატარებას მომავალშიც გააგრძელდებს“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.