აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ქედის მუნიციპალიტეტში, წონიარისი-ვარჯანისის საავტომობილო გზის 1195 მეტრ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
დეპარტამენტის ინფორმაციით,პროექტის ფარგლებში მოეწყობა ორფენიანი ასფალტობეტონის საფარი, აშენდება ახალი მილხიდი და ხელოვნური ნაგებობები.
„ამ ეტაპზე ინტენსიუტად მიმდინარეობს ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა.
რეაბილიტირებული გზით სოფელში მცხოვრები 40 ოჯახი შეძლებს კომფორტულ გადაადგილებას“. - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.