მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქედის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება

სარეაბილიტაციო სამუშაოები ქედაში

ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის ცხმორისი-ზედა ცხმორისის მიმართულებით 2745 მეტრ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყობა ორფენიანი ასფალტობეტონის საფარი და ერთ ხიდს ჩაუტარდება რეაბილიტაცია.

„უკვე დასრულდა ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა და ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ასფალტობეტონის საფარის მოწყობა.

რეაბილიტირებული გზით სოფელ ცხმორისსა და ნაომვალში მცხოვრები 200 ოჯახი შეძლებს უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას“.- ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.