მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქედის მუნიციპალიტეტში სასურსათო კალათების დარიგება დაიწყო

სასურსათო კალათის გადაცემა

სურსათის შესაძენად აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სარეზერვო ფონდიდან 400 000 ლარამდე გამოყო. ამ თანხით რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტის 7000 ოჯახისთვის შეძენილია პროდუქტები, რომლებიც ხანდაზმულებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, სოციალურად დაუცველებს, მარტოხელა პენსიონერებს გადაეცემათ.

მაღალ რისკის ჯგუფში შემავალ პირებს კალათები ქედის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან გორგილაძემ, მოხალისეებთან ერთად დაურიგა. აღსანიშნავია რომ ამ აქციაში ჩართვის სურვილი როგორც ახალგაზრდობის რეგიონულმა ცენტრმა, ასევე ძალიან ბევრმა მოხალისემ გამოთქვა. წითელ ჯვართან ერთად გაიარეს შესაბამისი ტრენინგი და უსაფრთხოების წესების დაცვით ხდება ოჯახებში სასურსათო კალათების დარიგება. 

სურსათის დარიგების პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება და მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 751 მოქალაქეს გადაეცემა.