მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქედის მუნიციპალიტეტში სურსათის დარიგების მეორე ეტაპი დაიწყო

დახმარება ქედის მოსახლეობას

სასურსათო კალათების დარიგების მეორე ეტაპის ფარგლებში ქედის მუნიციპალიტეტში პროდუქტს 2 500 ოჯახი მიიღებს. დარიგების პროცესში მოხალისეებთან ერთად, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე და ქედის მერი ლევან გორგილაძე ჩაერთნენ.

,,პირველ ეტაპზე რეგიონში 10 ათასზე მეტმა ოჯახმა ისარგებლა დახმარებით, როგორც სურსათით ისე მედიკამენტებით. მეორე ეტაპი, ითვალისწინებს 20 ათასი ოჯახისთვის სასურსათო კალათის გადაცემას, ბუნებრივია ეს არ იქნება ბოლო ღონისძიება, რომელსაც მთავრობა, ხელისუფლება განახორციელებს. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ მოსახლეობის და თითოეული ოჯახის გვერდით დგომას. მადლობა მოხალისეებს დაუღალავი შრომისთვის და ასევე, მაღალის სოციალური და სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის თითეულ ქედელს" - განაცხადა ლევან გორგილაძემ.