რეგიონი

ხალხმრავლობის გამო, ახალციხის ბაზარი 15 000 ლარით დააჯარიმეს

პატრულის მანქანა - დეტალი
1585509339
დაკოპირებულია

შინაგან საქმეთა სამინიტროს საპატრულო პოლიციამ, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო, ახალციხის ბაზარი "ალფა მარკეტი" დააჯარიმა. სავაჭრო დაწესებულებას 15 000ლარიანი ოქმი საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის საფუძველზე გამოუწერეს და ორგანიზაციის დირექტორს ჩააბარეს.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალულია. დღეს კი ახალციხის ბაზარში საკვირაო, ტრადიციული ვაჭრობა გაიმართა, სადაც 10 პირზე მეტი ადამიანი შეიკრიბა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

გამოცდების რეგისტრაცია

პირველი მარტიდან ეროვნული გამოცდებისთვის...

პირველი მარტიდან ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის, აგრეთვე მასწავლებელთა საგნის გამოცდისა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. 

თბილისში, ქუთაისსა და გორში მძღოლებმა ავტომობილებით მსვლელობა მოაწყვეს. ამ ფორმით მათ საწვავის ფასის სწრაფი ზრდა გააპროტესტეს.

1614522250

ექსპერტი იოსებ არჩვაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლითაც სააკაშვილი ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს მხარდაჭერას უცხადებს. არჩვაძე აქვეყნებს ვიდეოს, სადაც მიხეილ სააკაშვილი მისი პრეზიდენტობის დროს ამბობს, რომ საქართველოში მომავალი წელი არის დიდი ჰესების მშენებლობის დაწყების წელი საქართველოში. 

1614522052

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვას ეხმაურება, რომელშიც სააკაშვილი ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგებს მხარდაჭერას უცხადებს. 

1614519312

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთი კარავი გაშალეს. კარვის გაშლისას სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა. 

1614517620
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
თბილისი

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადე...

დღეს, 28 თებერვალს, საბურთალოს რაიონში როსტევანის ქუჩა N15-თან, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალმომარაგების მაგისტრალური მილი ავარიულად დაზიანდა. 

„მხარეებს უბრალოდ არ უნდათ შეთანხმება და...

„კომპრომისი ყოველთვის შესაძლებელია. მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ შეუძლებელია შეთანხმების გაფორმება, არამედ ის, რომ მხარეებს უბრალოდ არ უნდათ შეთანხმება და სხვადასხვა მიზეზებით ცდილობენ, შეთანხმების ჩაშლას“, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა. 

ამათ ხელი მოაწერეს, მედია გარემო 20-21 წ...

ექსპერტი ამირან სალუქვაძე მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივ მანიფესტს, რომლითაც ისინი ხელისუფლებას მიმართავენ, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ველური ბუნების სააგენტოს ორგანიზებით კრწ...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტო კრწანისის ტყე-პარკის განახლებასა და აღდგენაზე მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.