მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხარაგაულის სოფელ ხორითში ხიდის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება

ხიდი ხარაგაულში

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორითში, ლიპიღელეზე, ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. 

აღნიშნულ მონაკვეთზე ხიდი არასდროს ყოფილა!

 წვიმების შედეგად მოდიდებული ლიპიღელე საფრთხეს უქმნიდა როგორც მოსახლეობის ასევე, ავტომობილების გადაადგილებას. 

გარდა ამისა, ხორითის გზის აღნიშნულ მონაკვეთზე იყო მკვეთრი მოსახვევი და ძალიან უჭირდათ გადაადგილება მაღალი გამავლობის მანქანებს. ახლა გზა გასწორდა და პრობლემა აღმოიფხვრა!

ხიდის მშენებლობის სამუშაოები სტიქიის ფონდით დაფინანსდა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ, ხიდზე მიმდინარე სამუშაოები მერიის არქიტექტურისა და ზედამხდველობის სამსახურის უფროსთნ, აფრასიონ ლირსმანასვილთან ერთად დაათვალიერა.