მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხარაგაულში მრავალშვილიან ოჯახებს პროდუქტი გადასცეს

ხარაგაულში პროდუქტებს არიგებენ

ხარაგაულის მერის ნიკოლოზ თოფურიძის ინიციატივით, დღეს, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 105 მრავალშვილიან ოჯახს საკვები პროდუქტები გადაეცა.

ხარაგაულის მერიის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება 206-მა მარტოხელა, მარჩენალდაკარგულმა მოქალაქემ მიიღო.

პროდუქტების დარიგებაში აქტიურად მონაწილეობენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ხარაგაულის მერიის მოხალისეთა ჯგუფის წევრები.