მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხარაგაულში ორი ახალი ბაღი შენდება

ხარაგაულს ახალი ბაღები ექნება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 2 ახალი ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, 2-ს კი სრული რეაბილიტაცია უტარდება. ამის შესახებ ინფორმაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

სამუშაოების მიმდინარეობას ხარაგაულის მერის მოვალეობის შემსრულებელი თეიმურაზ ჩხეიძე და ბაღების გაერთიანების დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი ადგილზე გაეცნენ.

მერიის ნცობით, ახალი საბავშვო ბაღი ვერტყვიჭალაში შენდება. სოფელში ამ დრომდე არსებული სკოლამდელი დაწესებულება სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებდა, ასევე მზარდი კონტიგენტის გამო, ძველი შენობა სოფელში არსებულ მოთხოვნას აღარ აკმაყოფილებდა.

ბაღის მშენებლობა 700 000 ლარით ფინანსდება და ის 50 აღსაზრდელზეა გათვლილი.

ახალი ბაღი ექნება მაღალმთიან სოფელ გედსამანიასაც. აქ უკვე არსებობდა სკოლამდელი მზაობის ჯგუფი, სწორედ იმავე შენობაში განთავსება ახალი ბაღი, რომლის ჯამური ღირებულება 42 541 ლარს შეადგენს.

ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაღი შენდება ასევე საღანძილეშიც, რომელიც 50 აღსაზრდელს დაიტევს, ხოლო პროექტის ჯამური ღირებულება 700 000 ლარია.

ღორეშაში არსებულ ბაღში, ფართი მხოლოდ ერთ ჯგუფს იტევდა. გაზრდილი კონტიგენტის გამო, იმავე შენობაში რეაბილიტაცია დამატებით ფართს უტარდება. ბაღის რეაბილიტაცია მეორე ჯგუფის არსებობის შესაძლებლობას იძლევა. აღნიშნული პროექტის ღირებულება 23 000 ლარია.