ხანგრძლივი წვიმის შედეგად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სოფელში პრობლემები შეიქმნა, ამის შესახებ ინფორმაციას ხარაგაულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ცნობით, ადიდებულმა მდინარე ძირულამ დატბორა მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები, ბორითის თემში წაიღო დროებითი ხიდი, რის გამოც შეფერხდა სამანქანო გზით გადაადგილება, მოვარდნილმა ღვარცოფებმა და მეწყერულმა წარმონაქმნებმა დააზიანა საუბნო გზები.
მათი თქმით, მუნიციპალიტეტში სტიქიის პრევენციის სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს.
ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში მობილიზებულია მუნიციპალური ტექნიკა, ასევე გვეხმარება ჩინური კომპანიის ტექნიკა და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ზარალი იყოს ნაკლები.
„ამ დროისთვის ლოკალურად გზებზე გადაადგილება არსად არაა შეზღუდული. არცერთი სოფელი არ არის მოწყვეტილი გარესამყაროს.
მერიაში შექმნილია სპეციალური ჯგუფი რომელიც პერიოდულად იღებს ინფორმციას სოფლებიდან, რაზეც ხდება დაუყოვნებლივი რეაგირება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის მეორე სამუშაო დღე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების საკითხებზე მსჯელობას დაეთმობა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 006 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 426 შემთხვევა. ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებგვერდი stopcov.ge ავრცელებს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო დუმას დაავალა მოამზადოს კანონი, რომელიც მეორე მსოფლიო ომში სსრკ-ს და გერმანიის როლების გათანაბრებას აკრძალავს. ამის შესახებ rbc.ru იუწყება.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 096 პირი ემსხვერპლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცოლ-ქმარი - 1980 წელს დაბადებული მ.მ. და 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ნ.ა. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სინიპტიკოსები უახლოეს დღეებში უნალექო ამინდის შენარჩუნებას პროგნოზირებენ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წარმომადგენლისთვის ირაკლი ფანგანისთვის ბათუმის სასამართლო დღეს იმსჯელებს.