მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხარაგაულში სტიქიის პრევენციისთვის სამუშაოები მიმდინარეობს

ახმეტის მუნიციპალიტეტი

ხანგრძლივი წვიმის შედეგად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სოფელში პრობლემები შეიქმნა, ამის შესახებ ინფორმაციას ხარაგაულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. 

პრესსამსახურის ცნობით, ადიდებულმა მდინარე ძირულამ დატბორა მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები, ბორითის თემში წაიღო დროებითი ხიდი, რის გამოც შეფერხდა სამანქანო გზით გადაადგილება, მოვარდნილმა ღვარცოფებმა და მეწყერულმა წარმონაქმნებმა დააზიანა საუბნო გზები.

მათი თქმით, მუნიციპალიტეტში სტიქიის პრევენციის სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს.

ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში მობილიზებულია მუნიციპალური ტექნიკა, ასევე გვეხმარება ჩინური კომპანიის ტექნიკა და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ზარალი იყოს ნაკლები.

„ამ დროისთვის ლოკალურად გზებზე გადაადგილება არსად არაა შეზღუდული. არცერთი სოფელი არ არის მოწყვეტილი გარესამყაროს.

მერიაში შექმნილია სპეციალური ჯგუფი რომელიც პერიოდულად იღებს ინფორმციას სოფლებიდან, რაზეც ხდება დაუყოვნებლივი რეაგირება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.