მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ასფალტობეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს

აჭარა, სარეაბილიტაციო სამუშაოები

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 500 მეტრ მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს.

ჯიბინაური-ბროლაძეების გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, წყალგამტარი მილები და ბეტონის სანიაღვრე არხები მოეწყო. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ორ სამანქანე ხიდს. აღნიშნული გზა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ზედა ახალშენისა და განახლების ადმინისტრაციულ ერთეულებს დაუკავშირდება და უმოკლესი შემოვლითი გზის ფუნქციას შეასრულებს.

რეაბილიტირებული გზით 300 ოჯახი ისარგებლებს.