მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

აწარაში საავტომობილო გზის 1140 მ. სიგრძის მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ჭარნალის ხიდი -ჭარნალის (ქოქოლაძეების მიმართულებით) საავტომობილო გზის 1140 მ. სიგრძის მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასრულდა - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

 

დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყო ორფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარი, სხვადასხვა სახის ხელოვნური ნაგებობები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები.

ინფორმაციისთვის, აღნიშნული გზა სოფელ მურმანეთს და ქვედა ჭარნალს აკავშირებს, რომლითაც 500 ოჯახი ისარგებლებს.