მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხელვაჩაურში ასფალტობეტონის საფარის მოწყობა დასრულდა

ასფალტბეტონი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, კაპრეშუმი-კაპრეშუმის საჯარო სკოლის მიმართულებით საავტომობილო გზის 500 მეტრიან მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტობეტონის საფარის მოწყობა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, არსებულ გზას წლების შემდეგ პირველად ჩაუტარდა რეაბილიტაცია.

პროექტის ფარგლებში გზასთან ერთად მოეწყო რკინა ბეტონის კიუვეტები ცხაურებით, ლითონის მილები, ბეტონის საყრდენი კედელი და დამცავი ზღუდარები.

პროექტის საერთო ღირებულება 261 639 ლარს შეადგენს.