მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხობში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

არ გადაკვეთო

ხობში, ჭალადიდის მიმდებარედ, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი ადგილზე დაიღუპა. მესამე დაშავებული კი, ფოთის კლინიკაში გადაიყვანეს.

მედიკოსების ინფორმაციით, დაშავებულს პოლიტრავმა აღენიშნება და მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

სავარაუდოდ, მსუბუქი ავტომობილის მძროლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მულის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე.