მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქობულეთის მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

გზის დაგება ქობულეთში

ქობულეთის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობს. შიდა სასოფლო მნიშვნელობის გზაზე ხუცუბანი-მჟავანძეები-მახარაძეები-ბოხვაურის მიმართულებით ბეტონის საფარი დაიგო.

აღნიშნულ სოფელში მცხოვრები თხუთმეტამდე ოჯახი განახლებული გზით ისარგებლებს. ქობულეთში ეტაპობრივად ბეტონის საფარი სხვა სოფლებშიც დაიგება, რისთვისაც მიმდინარე წელს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან 1 300 222 ლარია გამოყოფილი.