მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქობულეთის კოვიდცენტრებში ადგილები შეივსო

ქობულეთის სამედიცინო ცენტრის შენობა

„ქობულეთის სამედიცინო ცენტრმა“ და კლინიკა „ბომონდმა“ კოვიდინფიიცრებული პაციენტების მიღება შეაჩერა. კლინიკების ხელმძღვანელების თქმით, სტაციონარებში პაციენტების ლიმიტი ამოწურულია.

„ქობულეთის სამედიცინო ცენტრში“ 50 საწოლი აქვთ. კლინიკის დირექტორი ამბობს, რომ კლინიკაში ძირითადად ასიმპტომური პაციენტები არიან მოთავსებული და ყველა ადგილი დაკავებულია.

რაც შეეხება კლინიკა „ბომონდს“, ის 30-საწოლზე იყო გათვლილი, თუმცა საავადმყოფოში 32 პაციენტის მიღება მოუხდათ.

ქობულეთის კლინიკებში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის ფოთიდან, ოზურგეთიდან და ლანჩხუთიდან არიან გადაყვანილი.

ინფორმაციისთვის, აჭარაში კორონავირუსის 144 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან უმრავლესობა ბათუმს უკავშირდება.