მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქობულეთის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი გზის მოასფალტების სამუშაოები სრულდება

ქობულეთში მოასფალტების სამუშაოები

სოფელ ქობულეთი-სკურდას ხეობის საავტომობილო გზაზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტი 900 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში მოეწყო 4463 კვ.მ ასფალტობეტონის 2-ფენიანი საფარი და 1035 გრძ.მ. სხვადასხვა ტიპის დამცავი-ხელოვნური ნაგებობა. პროექტის ღირებულება 797 000 ლარს შეადგენს.

2017 წელს ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ გზის გარკვეული ნაწილი წაიღო. სამუშაოების შედეგად გზა სრულად აღდგა.

ახალი გზით სოფელში მცხოვრები 70 ოჯახი ისარგებლებს.