მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქობულეთში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

ქობულეთში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

ქობულეთში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

 

აჭარის ა.რ. საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ქობულეთის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი ტურისტული მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩაქვი-ხალა-ჩაქვისთავის საავტომობილო გზის 4,290 კმ-იან მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტობეტონის საფარი მოეწყო.

„პროექტის ფარგლებში აშენდა ორი ახალი ხიდი, მოეწყო სხვადასხვა სახის ხელოვნური ნაგებობები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები.

ამასთან ასფალტის საფარი დაიგო ხალას ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრსა და საჯარო სკოლის შესასვლელთან.

აღნიშნული გზა უკავშირდება სამ ადმინისტრაციულ ერთეულს: გორგაძეები, ხალა და ჩაქვისთავი.

რეაბილიტირებული გზით ისარგებლებს 980 ოჯახი.“- ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, აღნიშნული გზით ადგილობროვი მაცხოვრებლები და ვიზიტორები მტირალას ეროვნულ პარკამდე შეძლებენ უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.