მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსის შემთხვევების გამო დაბა ლაითურში გადაადგილება შეიზღუდა

დაბა ლაითურში გადაადგილება შეიზღუდა

კორონავისუსით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, დაბა ლაითურში გადაადგილება შეიზღუდა. ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის განცხადებით, სპეციალურად დაბა ლაითურის მოსახლეობისთვის, გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში ცხელი ხაზის ნომერი ამოქმედდა.

ინფორმაციისთვის, დღის განმავლობაში დაბა ლაითურში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ოზურგეთში ინფიცირებული პირების რაოდენობა ჯამში 61 შეადგენს.