რეგიონი

ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს ახალი ავტომობილები გადაეცა

სასწრაფოს მანქანები
ქუთაისში
1596126304
დაკოპირებულია

ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა 5 ახალი ავტომობილი გადასცა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს ქუთაისის სასწრაფო დახმარების მედპერსონალს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ესტუმრა.

მინისტრმა თანამშრომლებს ახალი ავტომობილების გადაცემა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორ ავთანდილ თალაკვაძესთან და იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან ერთად მიულოცა.

მისი თქმით, ახალი ავტომობილები სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და აღჭურვილია უახლესი სამედიცინო აპარატურით.

შეხვედრაზე ეკატერინე ტიკარაძემ ქვეყანაში გადაუდებელი დახმარების ხარისხის გაზრდასა და თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა მედპერსონალს მათ მიერ გაწეული სამსახურისა და პროფესიული თავდადებისთვის.

„ქუთაისს გადავეცით 5 ავტომობილი, რომლებიც არის ევროპული სტანდარტებით აღჭურვილი. მათი ტექნიკური მონაცემები წინა მანქანების ტექნიკური მონაცემებისგან განსხვავდება და მათში შექმნილია ყველა ის პირობა, რომელიც ესაჭიროება პაციენტს სასწრაფო გადაუდებელი დახმარებისთვის. ასევე შექმნილია ყველა საჭირო კომფორტი ექიმებისთვის. გარდა ქუთაისისა, ვგეგმავთ მთელი საქართველოს მასშტაბით ავტოპარკის ინტენსიურად ჩანაცვლებას. თქვენ იცით, რომ გვქონდა დიდი პრეზენტაცია თბილისში, სადაც წარვადგინეთ 60 სასწრაფო დახმარების მანქანა, რომლებიც გადაეცემა ყველა რეგიონს საჭიროებისამებრ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისივე თქმით, მძღოლები გადამზადებას არ საჭიროებენ. სასწრაფო დახმარების სამსახურში მომუშავე ექიმები კი ტრენინგებს მუდმივად გადიან და ეს ტრენინგები გაგრძელდება, რადგან, მინისტრის თქმით, ამ სამსახურის მხრიდან გაწეული მაღალკვალიფიციური მომსახურება პირდაპირპროპორციულად აისახება მოქალაქეთა ჯანმრთელობაზე და შემდეგ მათ მკურნალობაზე სტაციონარებში.

ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ის ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში ზამთარში იმყოფებოდა და სწორედ მაშინ ნახა პერსონალის სამუშაო პირობები.

მინისტრის თქმით, იგეგმება ცენტრის შენობა ნაგებობის რეაბილიტაცია, რათა ექიმების სამუშაო გარემო გაუმჯობესდეს.

ბაიდენი ჯო

ოფიციალურად! ჯო ბაიდენი ამერიკის პრეზიდე...

“ვფიცავ, რომ პირნათლად შევასრულებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოვალეობას და გავაკეთებ ყველაფერს, რაც შემეძლება, რომ შევინარჩუნო, გავუფრთხილდე და დავიცვა ამერიკის კონსტიტუცია” - ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ, ჯო ბაიდენი ამერიკის 46-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა.

აგრარულ საკითხთა კომიტეტში გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემატური მოკვლევის ფარგლებში - „სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობა“ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშთან დაკავშირებით. ინფორმაციას ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

როგორც აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რეკომენდაციების დიდი ნაწილი შესრულებულია.

1611156518

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი დამნაშავედ ცნო კობა დავითაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

1611156160

აგრარულ საკითხთა კომიტეტთან შექმნილმა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭომ პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საბჭოს წევრებმა და კომიტეტის წარმომადგენლებმა.

სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს საორგანიზაციო საკითხებზე, განიხილეს საბჭოს სტრუქტურა და მუშაობის წესი, მოისმინეს ახალი შემოთავაზებები და მოსაზრებები,  ასევე, ისაუბრეს გამოწვევებზე. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

1611155168

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში საცხოვრებელი სახლი იწვის. 

1611154641
აფეთქება მადრიდში

მადრიდში აფეთქება მოხდა (ვიდეო)

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდის ერთ-ერთ რაიონში ძლიერი აფეთქება მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. ამის შესახებ Reuters იუწყება.

ბაიდენის ინაუგურაციით გამოწვეულმა დადები...

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინაუგურაციასთან დაკავშირებულმა დადებითმა მოლოდინმა ნავთობის ფასი გააძვირა. ამის შესახებ Reuters იუწყება. 

საუდის არაბეთის მეფე გიორგი გახარიას საქ...

საუდის არაბეთის მეფე სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდი და ტახტის მემკვიდრე, უფლისწული მოჰამედ ბინ სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდი  გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას ულოცავენ. საუდის არაბეთის მეფისა და ტახტის მემკვიდრის ოფიციალური მილოცვები საქართველოს მთავრობის მეთაურს საუდის არაბეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში აბდულა ალ-მუტაირიმ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე გადასცა.

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვა...

საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ - Global Finance თიბისი საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების სფეროში 2021 წლის საუკეთესო პროვაიდერად დაასახელა. ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.