მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქუთაისში 70 წლამდე ქალი მე-9 სართულიდან გადახტა

საცხოვრებელი კორპუსი

ქუთაისში 70 წლამდე ქალი მე-9 სართულიდან გადახტა და გარდაიცვალა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ ავტოქარხანაში, ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა.

როგორც თვითმხილველი ამბობენ, ასაკოვანი ქალი მარტო ცხოვრობდა და მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

როგორც შსს-ში აცხადებენ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.