მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქუთაისში, ავარიულ შენობებში მცხოვრებ დევნილებს 274 ბინა გადაეცემათ

ბინები დევნილებს გადაეცემათ

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა ის დასახლებები მოინახულეს, სადაც დევნილები ავარიულ და ნგრევად შენობებში ცხოვრებენ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.

სააგენტოს დირექტორის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ასეთ მძიმე პირობებში არც ერთი დევნილი აღარ იმყოფებოდეს.

სააგენტოს გადაწყვეტილებით, უახლოეს მომავალში, დევნილებს ახალაშენებულ კორპუსებში 274 ბინა გადაეცემათ.

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მუშაობა უკვე მიმდინარეობს, რის შედეგადაც გამოვლინდება, კონკრეტულად რომელი ობიექტები დაიხურება ამ ეტაპზე.