მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქუთაისში, კლინიკიდან გაუჩინარებული კაცი გარდაცვლილი იპოვეს

ავარია, სასწრაფო

ქუთაისში, კლინიკიდან გაუჩინარებული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. 

როგორც PIA.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პაციენტის ცხედარი კლინიკასთან ახლოს ტყეში სამართალდამცველებმა იპოვეს.

ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.

76 წლის მამაკაცი ინტერვენციული მედიცინის ცენტრიდან 27 ნოემბერს გაუჩინარდა. მან კლინიკა უკანა კარიდან დატოვა.

კლინიკაში აცხადებდნენ, რომ მამაკაცს კლინიკა 28 ნოემბერს უნდა დაეტოვებინა, თუმცა ღამით კლინიკიდან გაიპარა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო.