მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქუთაისში კოვიდპაციენტი კლინიკის მე-5 სართულიდან გადახტა და გარდაიცვალა

არ გადაკვეთო

ქუთაისში, ჩხობაძის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი მე-5 სართულიდან გადახტა. მიღებული ტრავმების შედეგად ის გარდაიცვალა.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტს ფსიქოლოგიური პრობლემები არ ჰქონდა.

„64 წლის, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი კლინიკაში შვილთან ერთად იწვა. მე-5 სართულიდან გადმოხტა ფანჯრიდან. მას ფსიქოლოგიური პრობლემები არ ჰქონია. 5 დღის განმავლობაში მკურნალობდა ჩვენთან.

2 საათის განმავლობაში იცოცხლა და სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმებით გარდაიცვალა“, - აღნიშნა კლინიკის დირექტორმა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დანაშაული 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.