ქუთაისში ფალიაშვილის ქუჩაზე არსებულ ზებრა გადასავლელზე ქალს ავტომანქანა დაეჯახა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის 2 ეკიპაჟი. დაშავებული სასწრაფო-სამედიცცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
აღნიშნულ ზებრა გადასავლელზე, რომელიც ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზეა, ავტოსაგზაო შემთხვევა პირველი არაა.