მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქუთაისში მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან სეიფი მოიპარეს

ქუთაისში მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან სეიფი მოიპარეს

ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან სეიფი მოიპარეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, წაღებულია ნახევარ მილონამდე ლარი და ძვირფასი ნივთები.

უცნობმა პირებმა კორპუსის სარდაფიდან იატაკი ამოჭრეს და შენობაში ამ ფორმით შეაღწიეს. ადგილობრივების თქმით, შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.

„ინტელექსპრესის“ ადვოკატის თქმით, შემთხვევის დროს სიგნალიზაცია ჩაირთო, ადგილზე მივიდა დაცვის პოლიცია. დაცვის თანამშრომლები შენობაში არ შევიდნენ და ობიექტი ისე დატოვეს, რა დროსაც ქურდებმა მშვიდად წასვლა მოახერხეს.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება, სამართალდამცვველებმა კამერების ჩანაწერები ამოიღეს და ადგილობრივები გამოკითხვაზე ყავდათ. მომხდარზე გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.