რეგიონი

ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში ხანძარი ლიკვიდირებულია

ხანძარი
1617477477
დაკოპირებულია

ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში, ერთ-ერთ ატრაქციონზე გაჩენილი იყო ხანძარი.

შეტყობინებაზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა. მორეაგირე ჯგუფების გადმოცემით, ცეცხლი ნახევრადღია ატრაქციონს გაუჩნდა.

მეხანძრე-მაშველებმა ოპერატიული რეაგირების შედეგად მოახერხეს ხანძრის დროულად ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მუშაობდა 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 20-მდე მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

დღეს ანდრია
პირველწოდებულის ხსენების
დღეა

დღეს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე...

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, სამინისტროს და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების თანამშრომლებთან ერთად, აკადემიკოს ნ.ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა.

1620802816

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1409 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 256 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

1620802242

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 27 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - Stopcov.ge-ზე განახლდა.

1620802117

ისრაელსა და პალესტინურ მოძრაობა „ჰამასს“ შორის საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. ისრაელის ავიაციის მიერ ღაზას სექტორის დაბომბვის შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ Reuters იუწყება.

1620800382
კორონავირუსი

160 მლნ ინფიცირებული - პანდემიის უახლესი გლობ...

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 160 მლნ-ს აჭარბებს განახლებულ მონაცემებს worldometer-ი აქვეყნებს.

1620800040
„ჰამასის“ გაშვებული რაკეტა ხოლონში სამგზ...

ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ მიერ ისრაელის ცენტრალური ნაწილის დაბომბვისას ერთ-ერთი რაკეტა ქალაქ ხოლონში სამგზავრო ავტობუსს დაეცა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, არიან დაშავებულები.

„არ დატოვოთ საცხოვრებელი ადგილი! შედით დ...

საქართველოს საელჩო ისრაელში საქართველოს მოქალაქეებს „ჰამასის“ სარაკეტო დარტყმების სამიზნე ქალაქების შესახებ ინფორმაციას აწვდის და მოუწოდებს, არ დატოვონ საცხოვრებელი ადგილი.

„ჰამასმა“ თელ-ავივის დაბომბვა დაიწყო - მ...

„ჰამასმა“ ღაზის სექტორიდან ისრაელის ცენტრალური ნაწილის, მათ შორის თელ-ავივის, დაბომბვა დაიწყო. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.