მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქუთაისში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

აქცია ნამახვანჰესის წინააღმდეგ

ქუთაისის ცენტრში რიონის ხეობაში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 

აქციას სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული მოსახლეობა შეუერთდა. პროტესტის მონაწილეები არიან ასევე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა რიონის ხეობაში შეჩერდეს ჰესის მშენებლობის სამუშაოები და ინვესტორ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების საჯარო განხილვა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი პროტესტი გაგრძელდება და დაწესდება მორიგეობა რიონის ხეობაში.