მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ყვარელში 80 წლამდე ქალი დაიწვა

სახანძრო სამსახურის მანქანა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში 80 წლამდე ქალი დაიწვა. სახლს ცეცხლი ცოტა ხნის წინ მოედო და მთლიან სახლზე გავრცელდა. ქალი სახლში მარტო იმყოფებოდა. მისი გადარჩენა ძლიერი ხანძრის გამო ვერ მოხერხდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. ცეცხლის აალების მიზეზი უცნობია. მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.