მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ყვარელში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

ყვარლის მუნიციპალიტეტი

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ყვარლის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მიმდინარეობს სხვადასხვა ტიპის სადეზინფექციო სამუშაოები. ინფორმაციას ყვარლის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

„ყვარლის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოების, მოსაცდელების და ხალხმრავალი ადგილების დეზინფექცია ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს “,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას ა(ა)იპ ყვარელსერვისის სამსახური უზრუნველყოფს.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 26 თებერვალს დადასტურდა.