მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქვემო ქართლში საირიგაციო სისტემებზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

ქვემო ქართლში საირიგაციო სისტემებზე სარემონტო სამუშაოები  მიმდინარეობს

საქართველოს მელიორაცია სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს  ქვეყნის მასშტაბით  აქტიურად განაგრძობს, - ამის შესახებ ინფორმაციას  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქვემო ქართლში წყალუზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით, საირიგაციო სისტემებზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

სამინისტროს ინფორმაციით, ნატანი მასისა და დანალექი გრუნტისგან გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მტკვარი-ჯანდარის სარწყავი სისტემის წყალგამანაწილებელი არხის 4 კილომეტრიანი მონაკვეთი იწმინდება.

„ექსპლუატაციის პროგრამით ჩატარებული სამუშაოები არხში წყლის გამტარუნარიანობას გაზრდის, შედეგად სარწყავი წყლის მიწოდება 250 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება.

აღდგენილი საირიგაციო სისტემის მეშვეობით სოფელ ნაგების, ბირლიკისა და ქალაქ გარდაბნის სასოფლო-სამეურნეო სავარგულები მოირწყვება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, სამუშაოები, რომელსაც საქართველოს მელიორაცია საკუთარი ძალებით ახორციელებს დასრულების ეტაპზეა.