მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლაგოდეხში ძლიერი წვიმის შედეგად სახლები დაიტბორა

ლაგოდეხში სახლები დაიტბორა

ძლიერი წვიმის შედეგად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მსხალგორში საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები დაიტბორა. დახოცილია შინაური ფრინველი. მოგლეჯილია მრავალწლოვანი ნარგავები. მოსახლეობას გაუნადგურდა საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი, საკვები პროდუქტი.

სტიქიის ზონაში სამაშველო ბრიგადები წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს ამ დრომდე ახორციელებენ.

ადგილობრივების თქმით, წვიმას თან ახლდა სეტყვაც, რის შედეგადაც, დაზიანდა ვენახების ერთი ნაწილი და სასოფლო- სამეურნეო სავარგულები.

დაზარალებულები ამბობენ, რომ სანიაღვრე არხები გაწმენდილი არ იყო და ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. სტიქიის ზონაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ჯერ არ გამოჩენილან.