მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლაგოდეხში უხვი ნალექისა და გადაუღებელი წვიმის შედეგად, სოფლები დაზარალდა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, უხვი ნალექისა და გადაუღებელი წვიმის შედეგად, სოფლები დაზარალდა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, უხვი ნალექისა და გადაუღებელი წვიმის შედეგად, სოფლები დაზარალდა.

კაბალში, ჰერეთისკარსა და ცოდნისკარში საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფებია დატბორილი.

მდინარეებში მომატებულია წყლის დონე, რის შედეგადაც, მცირე ზომის არხებმა ვერ უზრუნველყვეს მომატებული წყლის ნაკადის გატარება და საკარმიდამო ნაკვეთები დაიტბორა.

სტიქიის ზონაში მობილიზებულია სამაშველო სამსახური. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.