მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლანჩხუთში ტროტუარებისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა მიმდინარეობს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 5 მილიონ ლარამდე ღირებულების სამუშაოები ფინანსდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 5 მილიონ ლარამდე ღირებულების სამუშაოები ფინანსდება. ინფორმაციას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. 

ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ტროტუარებისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა მიმდინარეობს.

მათივე ინფოემაციით, პროექტის ფარგლებში მოწესრიგდა სანიაღვრე არხები, მოეწყო ბორდიურები, საფეხმავლო ბილიკები. ასევე, შეიცვლება გარე განათების სისტემა, მიმდინარეობს ორი სტადიონის მშენებლობა ქ. ლანჩხუთში.

ღრმაღელე-ომფარეთის გზის 1 კილომეტრამდე მონაკვეთზე ასფალტის საფარი დაიგო. სოფელ ღრმაღელეში დაგეგმილია ასევე 7 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია.

სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში სოფელ მაჩხვარეთში რეაბილიტირდა ხიდი.

ინფორმაციისთვის, სამუშაოების მიმდინარეობას გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ლანჩხუთის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.