რეგიონი

ლატალში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ლატალში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
11:25 ოთხ. 21 ოქტომბერი
დაკოპირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ ჩატარებული ოთხდღიანი უწყვეტი სამუშაოების შედეგად, სვანეთში, სოფელი ლატალის მიმდებარე ტყეში გაჩენილი ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, დამწვარია ტყის ქვედა საფარი, ბუჩქნარი, ეკალბარდი და ფოთლები.ლატალის მიმდებარე ტყეში მონიტირინგის მიზნით მეხანძრე-მაშველების 30 კაციანი ჯგუფი რჩება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112" -ში ხანძრის შესახებ ინფორმაცია 17 ოქტომბერს შემოვიდა. ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ადგილობრივი თანამშრომლები და დაიწყეს ხანძრის ქრობის სამუშაოები.

რთული რელიეფის მიუხედავად, კერებთან მოხერხდა სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მიყვანა. არსებული ვითარების შეფასების შემდეგ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ადგილზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან დამატებითი ცოცხალი ძალისა და ტექნიკის მობილიზების გადაწყვეტილება მიიღო“. - აღნიშნავენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ინფორმაციისთვის, ხანძრის კერებთან სულ მუშაობდა 125 მეხანძრე-მაშველი და 10 ერთეული ტყის ხანძრის ქრობისთვის განკუთვნილი სპეციალური ტექნიკა. სამუშაოებს ადგილზე ხელმძღვანელობდა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი.

კორონავირუსის ტესტები

საქართველოში კორონავირუსზე ინტენსიური ტე...

მისი თქმით, ყოველდღიურად ქვეყანაში 20 000 ტესტი გაკეთდება. „დღეიდან პირველ თებე...
14 წუთის წინ
უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის გა...
46 წუთის წინ
ამის შემდეგ ვაქცინის გამოყენება მასობრივად მოხდება. ვაქცინაციის დაწყება უკვე მომავალ კვირას იგეგმება...
49 წუთის წინ
როგორც ცნობილია, იუსტიციის სახლი სს „გეფასთან“ ერთად 2016 წლიდან სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ახ...
58 წუთის წინ
როგორც კახა კალაძემ თბილისის მერიის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, წინააღმდეგ შემთხვევაში საჯარიმო სა...
11:28
ახალი წელი თბილისში

წელს საახალწლო სოფელი არ მოეწყობა

„საახალწლო სოფელი ფაქტობრივად ქმნის მიზიდულობის ცენტრს და ძალიან დიდი საფრთხე იყო იმის, რომ ბევრი ად...
10:58
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 39 ადამ...
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა პანდემიის დაწყებიდან დღ...
10:57
4033 ინფიცირება, 4061 გამოჯანმრთელება -...
ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსის დამარცხება კიდევ 4 061 -მა ა...
წყალმომარაგების კომპანია გუდაურში 40 მილ...
კომპანიის დირექტორი, გიგა მანდარია, გუდაურში მიმდინარე პროექტებს ადგილზე გაეცნო...