მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლატალში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

ხანძარი ლატალშია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მესამე დღეა სვანეთში, სოფელი ლატალის მიმდებარე ტყეში გაჩენილ ხანძარს აქრობს. ძლიერი წვიმის მიუხედავად, ტყეში მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა ორი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მონიტორინგზე.

წვიმის გამო, გრუნტიან გზაზე მძიმე ავტოტექნიკის გადაადგილება შეუძლებელია, ამიტომ დილიდან 125-მა მეხანძრე-მაშველმა ინდივიდუალური აღჭურვილობით განაახლა ქრობის სამუშაოები.

ხანძარი ლატალის მიმდებარე ტყეში ლოკალიზებულია, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ცეცხლი უკიდია ტყის ქვედა საფარს - ბუჩქნარს, ეკალბარდს და ფოთლებს, რაც იწვევს დაკვამლიანებას.