მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლევან გორგილაძე საქართველოში იაპონიის ელჩს შეხვდა

ლევან გორგილაძე საქართველოში იაპონიის ელჩს შეხვდა

2021 წლის 17 თებერვალს, საგრანტო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს იაპონიის ელჩმა საქართველოში - ბატონმა იმამურა აკირამ და ქედის მუნიციპალიტეტის მერმა - ბატონმა ლევან გორგილაძემ, - ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

 

„მოხარული ვარ, რომ იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის (GGP) ფარგლებში, წელს ქედის მუნიციპალიტეტის პროექტი იქნა შერჩეული. მადლობა საელჩოს და პროექტში მონაწილე ყველა აქტორს მნიშვნელოვანი ახალი სერვისის დანერგვისთვის ქედაში.

პროექტის ფარგლებში ქედის მუნიციპალიტეტისთვის შეძენილ იქნება საზოგადოებრივი ეკო-ავტობუსი, რომელიც გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის მობილობას და გაზრდის ხელმისაწვდომობას პროდუქტებზე, სერვისებზე და კრიტიკულად მნიშვნელოვან ობიექტებზე“ - აღნიშნა ლევან გორგილაძემ.

პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, პროექტის მენეჯერი მუხრან სალაძე, იაპონიის საელჩოსა და პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წარმომადგენლები.

მათივე ცნობით, ენერგოეფექტური მიკროავტობუსი სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე.

ამასთანავე, მაღალმთიან რეგიონში ელექტრო ავტობუსის დანერგვით, ეს პროექტი შექმნის კარგ პრეცედენტს, ჰაერის დაბინძურების შემცირებისა და მავნე სათბურის გაზების ემისიების შესამცირებლად.