მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლიკანში ავარიისას დაშავებულთა შორის ერთი მცირეწლოვანია

ავარია ლიკანში

ლიკანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებულთა შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია.

სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით, ორივე სატრანსპორტო საშუალების მძღოლები და მიკროავტობუსის მგზავრები ბორჯომის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. მათ მოტეხილობები და დაჟეჟილობები აღენიშნებათ.

ავარიის გამო, ბორჯომი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა პარალიზებული იყო. გადაადგილების შეზღუდვა ნელ-ნელა იხსნება.

ერთმანეთს სადისტრიბუციო მიკროავტობუსი და თბილისი-ახალციხის სამარშუტო ტაქსი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.